• White Facebook Icon
  • White Twitter Icon

© National Harm Raduction Conference Tbilisi 2019 

სესიების ტიპები

04/

ვორკშოპები

ვორკშოპი მიზნად ისახავს შექმნას დაინტერესებულ მხარეებს შორის არაფორმალური დიალოგის სივრცე კონფერენციის 3 სტრატეგიულ პრიორიტეზე: გარდამავალი პერიოდი და ზიანის შემცირების მდგრადობა; ახალი ზიანის შემცირება; ნარკოპოლიტიკა. თითოეული ვორკშოპი შეაჯამებს შესაბამისი სტრატეგიული პრიორიტეტის გამოწვევებს და ჩამოაყალიბებს მოთხოვნებს გადაწყვეტილების მიმღები პირების მიმართ. ვორკშოპის შედეგები აისახება კონფერენციის დეკლარაციაში. კონფერენციის ფარლებში მეორე სამუშაო დღეს, ერთმანეთის პარალელურად ჩატარდება 3 ვორკშოპი. თითოეული ვორკშოპის ხანგრძლივობაა 60 წუთი.

05/

დახურვის სესია

კონფერენცია დაიხურება სესიით, რომელიც თავს მოუყრის შემაჯამებელ დასკვნებს ორგანიზატორების მხრიდან, ისევე როგორც ვორკშოპების შედეგებს, რომლებსაც წარმოადგენენ ვორკშოპების მოდერატორები. სესია ასევე მოიცავს კონფერენციის შედეგად მიღებული დეკლარაციის პრეზენტაციას. 

01/

გახსნითი სესია

კონფერენცია გაიხსნება სესიით, რომელიც მოიცავს მისასალმებელ სიტყვებსა და მიმართვებს ორგანიზატორებისა და ნარკოტიკების მომხმარებელი ადამიანების თემისგან. 

02/

პლენარული სესიები

პლენარული სესია თავს უყრის კონფერენციის ყველა დელეგატს და მოიცავს პოლიტიკის განმსაზღვრელების, გადაწყვეტილების მიმღები პირების, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების და სათემო ლიდერების პრეზენტაციებს. კონფერენციის ორივე დღეს ერთმანეთის მიყოლებით ჩატარდება 2 პლენარული სესია. თითოეული სესია დაეთმობა კონფერენციის თითოეულ სტრატეგიულ პრიორიტეტს: გარდამავალი პერიოდი და ზიანის შემცირების მდგრადობა; ახალი ზიანის შემცირება; ნარკოპოლიტიკა; დონორები და დაფინანსება; პლენარული სესიის საშუალო ხანგრძლივობაა 90 წუთიდან 2 საათამდე.

03/

პარალელური სესიები

პარალელური სესიები ფოკუსირდება პრაქტიკასა და გამოწვევებზე, და მონაწილეებს სთავაზობს პლენარული სესიების საკითხების უფრო დეტალურ ანალიზსა და დიალოგს. პარალელური სესიები მოიცავს პრაქტიკოსების, ზიანის შემცირების მუშაკების, თანასწორ-განმანათლებლების, ადვოკატების და თემის წარმომადგენლების ჩართულობას. კონფერენციის ფარგლებში პირველ სამუშაო დღეს, ერთმანეთის პარალელურად  ჯამში ჩატარდება 3 პარალელური სესია. თითოეული სესიის ხანგრძლივობაა 90 წუთი.