• White Facebook Icon
  • White Twitter Icon

© National Harm Raduction Conference Tbilisi 2019 

წარმატებული ნარკოპოლიტიკების გამოფენა

ზიანის შემცირების ეროვნული კონფერენციის ფარგლებში ტარდება წარმატებული ნარკოპოლიტიკების მოდელირებული გამოფენა, იმ ქვეყნების მაგალითზე, სადაც ნარკოპოლიტიკა არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ნაწილი და მიმართულია ჯანდაცვის გამოსავლების და ნარკოტიკების მომხმარებელი ადამიანების ჯანმრთელობისა, კეთილდღეობის და უფლებების გაუმჯობესებისაკენ. 

გამოფენა წარმოადგენს სხვადასხვა ქვეყნების მაგალითებს და მტკიცებულებებს თუ როგორ შეცვალა ადამიანებისა და საზოგადოების ცხოვრება ნარკოპოლიტიკის რეფორმამ და როგორი გავლენა იქონია მან ჯანდაცვის გამოსავლების გაუმჯობესებაზე, მათ შორის აივ/შიდსის და C ჰეპატიტების ეპიდემიებზე ეფექტიან პასუხზე. 

გამოფენა წარმოადგენს საადვოკაციო ინსტალაციას, რომელიც მიზნად ისახავს გადაწყვეტილების მიმღები პირების დარწმუნებას ნარკოპოლიტიკის რეფორმის დადებით გამოსავლებზე და მათზე გავლენის მოხდენას საქართველოში ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაციისათვის. 

გამოფენის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება შემდეგი ქვეყნების მაგალითები:  

საგამოფენო ჯიხური №1

ნარკოპოლიტიკა პორტუგალიაში

საგამოფენო ჯიხური №4

ნარკოპოლიტიკა ჩეხეთის

რესპუბლიკაში

საგამოფენო ჯიხური №2

ნარკოპოლიტიკა ნიდერლანდებში

საგამოფენო ჯიხური №5

კანაფის

რეგულირების პოლიტიკა კოლორადოს შტატში

საგამოფენო ჯიხური №3

ნარკოპოლიტიკა შვეიცარიაში