• White Facebook Icon
  • White Twitter Icon

© National Harm Raduction Conference Tbilisi 2019 

მოწვევა პოსტერების წარსადგენად

პოსტერების წარდგენის ვადა უკვე დასრულებულია. მადლობას გიხდით ყველას წარმოდგენილი ნამუშევრებისთვის. 

 

დამატებითი ინფორმაციის საჭიროების შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგ მისამართზე:  info@harmreductiontbilisi.com 

კონფერენციის სტრატეგიული საკითხები: 

  • ზიანის შემცირების პროგრამების მდგრადობა გარდამავალ პერიოდიში; 

  • ნარკოპოლიტიკა;

  • ახალი ზიანის შემცირება – ახალ ფსიქოატიურ ნივთიერებებზე ფოკუსით;

პლენარული სესიები

  • სამეცნიერო პოსტერი; 

  • საუკეთესო პრაქტიკის პოსტერი; 

  • პოლიტიკისა და ადვოკაციის პოსტერი;

ინფო

ზიანის შემცირების ეროვნული კონფერენცია იწვევს - მკვლევარებს, აქტივისტებს, პოლიტიკის შემქმნელებს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ნარკოტიკების მომხმარებელთა თემის წარმომადგენლებს, ადამიანის უფლებების ექსპერტებს, ჯანდაცვის პროფესიონალებს და სხვა დაინტერესებულ ჯგუფებს წარმოადგინონ ზიანის შემცირების, ნარკოპოლიტიკისა და გადამკვეთ სფეროებში მათი მუშაობის უახლესი შედეგები. 

 

მონაცემები კონფერენციის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება პოსტერების სახით. 

 

დაინტერესებულმა ინდივიდებმა უნდა წარმოადგინონ დამუშავებული პოსტერი - შემდეგ ფორმატებში - MS Word; MS Power Point; PDF; 

 

პოსტერი უნდა იქნას წარმოდგენილი 2 ენაზე - ქართული; ინგლისური.

იმ შემთხვევაში თუ აპლიკანტი მოკლებულია შესაძლებლობას წარმოადგინოს პოსტერი შემოთავაზებულიდან ერთ-ერთ ენაზე ორგანიზატორები უზრუნველყოფენ შერჩეული პოსტერების თარგმნას. 

 

კონფერენციის ორგანიზატორები უზრუნველყოფენ შერჩეული პოსტერების დაბეჭდვას. 

დაბეჭდილი პოსტერები კონფერენციის შემდგომ გადაეცემათ მათ ავტორებს. 

 

კონფერენციის ფარგლებში ორგანიზებული იქნება პოსტერების გამოფენა - შერჩეული პოსტერები საკონფერენციო სივრცეში გამოფენილი იქნება კონფერენციის მსვლელობის 2 სრული დღის განმავლობაში. თითოეულ დღეს 30 წუთის განმავლობაში მოეწყობა პოსტერების ტური, რომლის დროსაც ავტორები უნდა იმყოფებოდნენ მათ პოსტერებთან და წარმოადგინონ მონაცემები.