• White Facebook Icon
  • White Twitter Icon

© National Harm Raduction Conference Tbilisi 2019 

თანაორგანიზატორები

ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი 2006 წელს დაფუძნდა. ამჟამად ქსელში გაერთიანებულია 26 წევრი ორგანიზაცია საქართველოს 11 ქალაქიდან.

ქსელში გაერთიანებულია ორგანიზაციები, რომელთა უშუალო საქმიანობის სფერო ნარკოტიკულ საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებულ და მომიჯნავე საკითხებს ეხება. ქსელის თითოეული ორგანიზაცია დამოუკიდებელია და მათი საქმიანობის ნაწილია ნარკოტიკების მოხმარებით გამოწვეული ზიანის შემცირება.

ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი წარმოადგენს საქართველოში ზიანის შემცირების დაბალ-ზღურბლოვანი მომსახურებების მიმწოდებელ ძირითად მოთამაშეს. გარდა მომსახურების მიწოდებისა, ქსელი ახორციელებს ადამიანის უფლებებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრინციპებზე დაფუძნებულ საადვოკაციო სტრატეგიებს. ქსელი აქტიურად ლობირებს მტკიცებულებებზე დაფუძნებულ ნარკოპოლოტიკას. ქსელი მხარს უჭერს სათემო სისტემების გაძლიერებასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესებში თემის ჩართულობას.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი წარმოადგენს ეროვნულ დონეზე წამყვან ორგანიზაციას გადამდები და არაგადამდები დაავადებების პრევენციისა და კონტორლის განხორციელებაში.

ცენტრი შეიმუშავებს ეროვნულ სტანდარტებს, სახელმძღვანელო რეკომენდაციებს (გაიდლაინებს), ხელს უწყობს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გაუმჯობესებას, ახორციელებს ეპიდზედამხედველობას, იმუნიზაციის პროგრამას, ლაბორატორიულ სამუშაოებს, კვლევებს, უზრუნველყოფს კონსულტაციებს და რეაგირებს საზოგადოებრივ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საგანგებო მდგომარეობებზე. მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის და შესაბამისი პოლიტიკის შემუშავების პროცესის ხელშეწყობის მიზნით, დკსჯეც აწარმოებს ჯანდაცვის სტატისტიკას. 

დკსჯეც მისიაა საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და გაუმჯობესება მეცნიერულ მტკიცებულებებზე დაფუძნებული დაავადებათა პრევენციის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საფრთხეებისადმი მზადყოფნის და დროული რეაგირების გზით. 

2014 წლიდან დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ახორციელებს ‘’შიდსთან, ტუბერკულოზსა და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის’’ აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის პროგრამების, როგორც გრანტების ძირითადი მიმღები.

კომუნიკაციების სპეციალისტების გუნდი, რომლის მთავარი ამოცანაა ინფორმირებული და არგუმენტირებული კომუნიკაციის საშუალებით უპასუხოს საზოგადოებრივ გამოწვევებს.