• White Facebook Icon
  • White Twitter Icon

© National Harm Raduction Conference Tbilisi 2019 

ორგანიზატორები

მსოფლიო ექიმების (სფრანგეთი) წარმომადგენლობა საქართველოში - MDM

მსოფლიო ექიმები, აქტივისტური სამედიცინო ორგანიზაციია, რომელიც ეფუძნება საერთაშორისო სოლიდარობის პრინციპებს და 30 წელზე მეტია ზრუნავს მოწყვლად პოპულაციებზე. ის უწყვეტად მუშაობს ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის დაბრკოლებების აღმოსაფხვრელად და უზრუნველყოფს ჯანმრთელობის საყოველთაო ხელმისაწვდომობის პოლიტიკების მდგრად განვითარებას.   

ამ დამოუკიდებელ ორგანიზაციაში მომუშავე ადამიანები არა მხოლოდ აწვდიან ზრუნვისა და მკურნალობის მომსახურებებს, არამედ ასევე გმობენ ადამიანის ღირსების შელახვასა და უფლებების დარღვევას და იბრძვიან სოციცხლისათვის საშიშ გარემოში მცხოვრები ადამიანებისათვის პირობების გასაუმჯობესებლად. 

ინოვაციური სამედიცინო პროგრამებისა და ადვოკაციის გზით, ჩვენ ხელს ვუწყობთ გარიყულ ადამიანებს და მათ თემს ხელი მიუწვდებოდეთ ჯანმრთელობასა და საყოველთაო ჯანდაცვის უწყვეტ მომსახურებებზე. 

1980-იანი წლებიდან საფრანგეთში ზიანის შემცირების პიონერები, მსოფლიო ექიმები ამჟამად წარმოადგენს ზიანის შემცირების სფეროს წამყვან გლობალურ მოთამაშეს.

მსოფლიო ექიმების საქართველოს წარმომადგებლობა მუშაობს 2011 წლიდან და მიზნად ისახავს ნარკოტიკების მომხმარებელი ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას, მის პრიორიტეტულ მიმართულებებს წარმოადგენს: ზიანის შემცირება და C ჰეპატიტი.

სათემო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, მსოფლიო ექიმები მუშაობს ნარკოტიკების მომხმარებელი ადამიანების სპეციფიურ საჭიროებებზე მორგებული ზრუნვის მოდელების შექმნასა და განხორციელებაზე.  

მსოფლიო ექიმები საქართველოში ასევე მხარს უჭერს ნარკოტიკების მომხმარებელ ადამიანებს მასტიგმატიზირებელი სოციალური გარემოსა და რეპრესიულ ნარკოპოლიტიკასთან ბრძოლაში.

საქართველოს ადგილობრივი ფონდი ცნობილი ფილანტროპის და ბიზნესმენის ჯორჯ სოროსის დაფუძნებული ღია საზოგადოების ფონდების წევრი ორგანიზაციაა, რომელმაც საქართველოში საქმიანობა 1994 წელს თ დაიწყო. 

ფონდის სტრატეგია ქვეყნის საჭიროებიდან გამომდინარე იქმნებოდა. 

ფონდი ახორციელებს პროექტებს და მხარს უჭერს ისეთ ინიციატივებს, რომელიც ემსახურება  ადამიანის უფლებების დაცვას, სამოქალაქო ორგანიზაციების განვითარებას, მედიის დამოუკიდებლობას, ეთნიკური უმცირესობების და მარგინალური ჯგუფების ინტეგრაციას საზოგადოებაში, რეფორმების განხორციელებას ჯანდაცვის სფეროში და სოციალურ თანასწორობას.  იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესში.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში სისტემური ცვლილებების ხელშეწყობა და ადამიანის უფლებების დაცვა ჯანდაცვაში ღია საზოგადოების ფონდის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პროგრამის ძირითადი საქმიანობის სფეროა.

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პროგრამის პრიორიტეტია ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა მარგინალური ჯგუფებისთვის.

 

ამისთვის, აუცილებელია სამოქალაქო საზოგადოების ადგილობრივი რესურსების გაძლიერება, სამოქალაქო საზოგადოებისა და მარგინალური ჯგუფების აქტიური მონაწილეობა ჯანდაცვის პოლიტიკის შემუშავების პროცესში, ჯანდაცვის საკითხებში მთავრობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდა.

ფონდი მუშაობს  ჯანდაცვის სისტემაში მარგინალური ჯგუფების დისკრიმინაციის დაძლევის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის გარემოს გაუმჯობესების, ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში სათემო მომსახურების მოდელების განვითარების, ბავშვთა ადრეული განვითარების, მედიკამენტების ხელმისაწვდომობის და ჰუმანური და ჯანდაცვაზე ორიენტირებული ნარკოპოლიტიკის შემუშავების საკითხებზე.