• White Facebook Icon
  • White Twitter Icon

© National Harm Raduction Conference Tbilisi 2019 

ზიანის შემცირების საუკეთესო პრაქტიკების გამოფენა

ზიანის შემცირების ეროვნული კონფერენციის ფარგლებში ტარდება ზიანის შემცირების იმ საუკეთესო პრაქტიკების მოდელირებული გამოფენა, რომლებიც არ არის ხელმისაწვდომი საქართველოში.

გამოფენა წარმოადგენს საადვოკაციო ინსტალაციას, რომლის მიზანია გადაწყვეტილების მიმღები პირების ინფორმირება ზიანის შემცირების სხვადასხვა პრაქტიკებზე, და მათზე გავლენის მოხდენა ზიანის შემცირების პროგრამების გაფართოებისა და ინვესტირებისათვის. 

გამოფენა წარმოადგენს ზიანის შემცირების მრავალფეროვნებისა და მისი ადამიანის კეთილდღეობასა და საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე გავლენის ვიზუალიზებულ მტკიცებულებას. 

გამოფენის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება შემდეგი საუკეთესო პრაქტიკები: 

საინექციო ოთახი

საგამოფენო ჯიხური №1:

უსაფრთხო მოხმარების საინექციო ოთახი, სადაც ნარკოტიკების მოხმარება შესაძლებელია გადამზადებული პერსონალის ზედამხედეველობის ქვეშ, მიზნად ისახავს შეამციროს არაჰიგიენურ მოხმარებსთან დაკავშირებული დაავადებების გადაცემის რისკი, მოახდინოს ნარკოტიკების მოხმარებით გამოწვეული ზედოზირების და სიკვდილიანობის პრევენცია, ისევე როგორც უზრუნველყოს მაღალი სარისკო ქცევის მქონე ნარკოტიკების მომხმარებელთა დაკავშირება ჯანდაცვის და სოციალურ მომსახურებებთან. საინექციო ოთახებს მნიშვნელოვანი წვლილი შექავთ საჯარო სივრცეებში ნარკოტიკების მოხმარების შემცირებაში, ისევე როგორც ახდენენ ღია ნარკოსცენასთან დაკავშირებული სხვა პრობლემების პრევენციას.  

ნარკოტიკების უსაფრთხო მოხმარების აღჭურვილობა და მასალა

საგამოფენო ჯიხური №2:

- მოსამზადებელი კოვზი 

- ფილტრები 

- ასკორბინის მჟავა 

- მოსაწევი ჩიბუხი და შუშის მილი 

- ‘’NeverShare’’ – ფერადი შპრიცები, რომლებიც ნარკოტიკების მოხმარების დროს ახდენს ნემსების გაზიარების პრევენციას.

- ნაზალური ნალოქსონი 

ნარკოტიკული საშუალებების შემოწმება

საგამოფენო ჯიხური №3:

არკოტიკული საშუალებების შემოწმება, ასევე ცნობილი როგორც აბების ტესტირება, წარმოადგენს ზიანის შემცირების მომსახურებას, რომელიც ეხმარება ადამიანებს თავი აარიდონ უცნობი ან საფრთხის შემცველი ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებას. ნარკოტიკული საშუალებების შემოწმება ასევე ეხმარება სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურს და სხვა საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებებს, გამოავლინონ ბაზრის ტენდენციები, რათა უკეთესად დაგეგმონ საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამები.

ჰეროინით მხარდამჭერი მკურნალობა (HAT)

საგამოფენო ჯიხური №4

ზედამხედველობის ქვეშ საინექციო ჰეროინის შემცველი მკურნალობა წარმოადგენს მეორე რიგის სამკურნალო ინტერვენციას, რომელიც გამოიყენება ჰეროინზე დამოკიდებულ ადამიანებში, რომლებშიც მკურნალობის ტრადიცულ მეთოდებს (რეზიდენტული რეაბილიტაცია, მეტადონით ჩანაცვლებითი თერაპიის მკურნალობა) არ ჰქონდა წარმატებული შედეგი. აღნიშნულ ინტერვენციას აქვს დადებითი გავლენა, როგორც ადამიანის ჯანმრთელობაზე, ისე წვლილი შეაქვს ბაზარზე არალეგალური ჰეროინის ბრუნვის შემცირებაში.

საინექციო ინსტრუმენტების გამანაწილებელი მექანიკურიავტომატი (სიგმა)

საგამოფენო ჯიხური №5:

ეფექტიანი და ხარჯთ-ეფექტიანი ინტერვენციაა სტანდარტულ შნპ-ზე დამატების სახით, მისწვდეს ძნელად მისაწვდომ პოპულაციას, როგორიცაა ახალგაზრდა მომხმარებელი ან ქალები, გეოგრაფიულად დაფაროს ადგილები სადაც არ არის ფიქსირებული შნპ ცენტრები. სიგმას ინსტალაციის საფუძვლიანი ახსნა მდგომარეობს იმაში, რომ სტერილური საინექციო ინსტრუმენტები ხელმისაწვდომი გახდეს ყველასთვის, ვინც სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ ახერხებს მათ მიღებას შნპ-ცენტრებიდან ან სხვა წყაროდან, ან არ აქვთ საინექციო ინსტრუმენტების მიღების მიზნით კონტაქტების დამყარების სურვილი. ამ მხრივ სიგმა გვევლინება, როგორც შნპ სერვისების დამატება და არა სტაციონარული ცენტრებიდან გაწეული სევრისების ალტერნატივა. ფაქტები დამატებით ცხადჰყოფს, რომ სიგმა ზრდის ხელმისაწვდომობას შნპ-ის მონაწილე ბენეფიციარებისთვისაც, არასამუშაო საათებსა და დღეებში, ასევე წარმატებულია ისეთი პოპულაციის დაფარვაში, რომლებიც როგორც წესი შნპ-ცენტრებიდან სერვისებით არ სარგებლობენ, როგორიცაა ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელი ქალები და ახალგაზრდები. სიგმა ასევე წარმატებულია ისეთი გეოგრაფიული ადგილების დაფარვაში, სადაც არ არის ტრადიციული ფიქსირებული ან მობილური შნპ-სერვისები.