• White Facebook Icon
  • White Twitter Icon

© National Harm Raduction Conference Tbilisi 2019 

აქტივისტების სამიტი

ზიანის შემცირების ეროვნული კონფერენცია ‘აქტივისტების სამიტს’ მასპინძლობს, რომელიც ორშაბათს, 2019 წლის 25 მარტს, კონფერენციის წინა დღეს ჩატარდება.

სამიტი განკუთვნილია:

  • ნარკოტიკების მომხმარებელი ადამიანები; 

  • სხვა თემის წარმომადგენლები - აივ დადებითი ადამიანები, C ჰეპატიტით მცხოვრები ადამიანები, ლგბტქი თემი, სექს-მუშაკთა თემი; 

  • ზიანის შემცირების და ნარკოპოლიტიკის აქტივისტები; 

  • სამოქალაქო საზოგადეობის და სათემო ადვოკატები; 

  • სერვისის მიმწოდებელები;

  • პროგრამის განმახორციელებლები;

  • და სხვა მოთამაშეები, რომლებიც დაინტერესებული არიან ჩაერთონ ზიანის შემცირებისა და ნარკოპოლიტიკის საადვოკაციო დღის წესრიგში. 

ინოვაციური, ტექნოლოგიურად მხარდაჭერილი და ინტერაქტიული ჯგუფური სამუშაო პროცესით სამიტი აქტივისტებს სთავაზობს სტრატეგიულად დაგეგმონ მათ დღის წესრიგში მდგარი საკითხები, შეიმუშავონ ერთობლივი სამოქმედო გეგმა და შეთანხმდნენ კონფერენციაზე განსახორციელებელ კონკრეტულ საადვოკაციო აქტივობებზე, შემდეგ საკითხებზე ფოკუსით:  

  • ხელმისაწვდომობა ხარისხიან ზიანის შემცირების მომსახურებებზე 

  • რეპრესიული ნარკოპოლიტიკა

  • ზიანის შემცირების მდგრადი დაფინანსება

  • თემის წარმომადგენელთა ჩართვა გადაწყვეტილების მიღების პროცესებში

საკონტაქტო პირი:

გიორგი სოსელია - ორგანიზატორი

მობილური: (+995) 555 549 110

ელ-ფოსტა: info@harmreductiontbilisi.com

შემოგვიერთდი - ორშაბათს, 25 მარტს აქტივისტების სამიტზე 

რეგისტრაცია გახსნილია! 

მოგვწერე